შიგთავსზე გადასვლა

ღმერთის ღიმილი

მაისი 10, 2013

ძალიან მინდოდა, ყველაფერი დამეწერა ოდესაზე, სადაც მე და ჩემმა ქმარმა აღდგომას კიევიდან გადავუხვიეთ ორი დღით. მინდოდა, დამეწერა ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ ორ დღეზე და ქალაქზე, სადაც ადამიანები იმაზე მეტს იცინიან, ვიდრე სხვა ქალაქებში. მინდოდა, დამეწერა, როგორ აცხუნებდა მზე პლაჟზე, რა სასიამოვნო იყო შუადღის სიცხეში ყინულის წკარუნი ცივჩაიან ჭიქაში, საღამოს სიგრილეში კი ცხელი ბორში და გაყინული არაყი, რამდენი ღია კაფეა ქუჩაში და როგორ უყვართ ოდესელებს მინდვრის ყვავილები, რა გემრიელი კომპოტი იხარშება კაფე “კომპოტში” და რა ლამაზია ებრაელების ქუჩა, მინდოდა ბევრი მეწერა ამ ყველაფერზე, მაგრამ ვერ მოვახერხე, ჯერ ერთი, ყველაზე ბედნიერ მომენტებზე ძალიან ჭირს წერა და მეორეც, გული საშინლად დამწყდებოდა, რამე რომ გამომრჩენოდა. OLYMPUS DIGITAL CAMERA

თუმცა არის ერთი ეპიზოდი, ერთი პატარა მომენტი, რომელზეც აუცილებლად უნდა მოვყვე,იმიტომ, რომ ასე მგონია, რაც უფრო მეტ ადამიანს მოვუყვები, მით უფრო მემახსოვრება და ხშირად დამესიზმრება.

დილის 7 საათზე ჩავედით, კვირა დღე იყო, აღდგომა გათენდა. სადგურს გამოვცდით თუ არა, ყველა უჯრედით გამიჩნდა შეგრძნება, რომ დიდი და დამღლელი ხეტიალის შემდეგ სახლში დავბრუნდი. ამ შეგრძნებამ გამაკვირვა, უფრო მეტად კი ის მაკვირვებდა, რომ ყველა ნაბიჯზე მძაფრდებოდა. და უცებ დავინახე ბანერი, რომელზეც რუსულად ეწერა, რომ ოდესა უბრალოდ ქალაქი კი არაა, ღმერთის ღიმილია. უცებ ცხადი გახდა, საიდან მოდიოდა სახლის ასეთი ძლიერი შეგრძნება. მივდიოდი ზურგჩანთამოკიდებული, თვალებში ცრემლებმომდგარი და ყელში ბურთმოწოლილი, ვუყურებდი ლამაზ-ლამაზ გოგოებს, რომლებიც დაწნული, თეთრტილოამოფენილი, პასკებით გატენილი კალათებით უთენია მიიჩქაროდნენ სადღაც, ალბათ სასაფლაოებზე და ძალიან ჰგავდნენ ზღაპრების პერსონაჟებს, ვხედავდი ირაკლის მზემოკიდებულ კისერს და კიკინიან კეფას, ვუყურებდი ბერძნულ ქანდაკებებს და დაბალ სახლებს, ზღვიდან ძალიან სუფთა ჰაერი უბერავდა და გეფიცებით, დავინახე,ვიგრძენი, იმ მომენტში როგორ იღიმებოდა ღმერთი.

From → personal

13 Comments
  1. თათული permalink

    ❤ ❤ ❤

  2. ყვლეაფერი თქვი :)))

  3. ყველაფერი ანუ: )

  4. და რა ლამაზი სვიტერი გაცვია და შენ თვითონაც რა კარგი გოგო ყოფილხარ, ახლა წარმომიდგენია, ლეა როგორი კარგი უნდა იყოს 🙂
    მიყვარს ოდესა!!! რამდენი ხანია მინდა წასვლა და მხოლოდ სურვილად რჩება…

    • დიდი მადლობა 🙂
      სურვილები სრულდება, სოფი, ნამდვილად ვიცი )

  5. დამაჟრიალა ბოლოს : ))

  6. Mariefille, გამიხარდება, თუ შემოგვიერთდები : http://www.norteri.blogspot.de/2013/05/blog-post_29.html

    • ძალიან დიდი სიამოვნებით, უახლოეს მომავალში )))) მაგარი წამოწყებაა, სოფი! დიდი მადლობა მონაწილეობის შემოთავაზებისთვის 🙂

  7. რა ლამაზად წერია ყველაფერი

  8. მიყვარხარ permalink

    ისეთი ფოსტები გაქვთ,გაყიდნულ სულს რომ გაათბობს,ყველაზე უკაცრიელ ძარღვამდე რომ მიაღწევს,გულის სიგრმეში დარჩენილ ბოღმას რომ გაფანტავს,და სიბნელეში სინათლეს დაინახავ..,მადლობა ,რომ არსებობთ !!!

  9. ნი permalink

    🤗🤗🤗💜💜

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: