შიგთავსზე გადასვლა

ლუმოს !- რამდენიმე პრაქტიკული შელოცვა

ივლისი 4, 2010

ჰარი პოტერის ვინაობა ალბათ ყველამ იცით. ეს ის ბიჭია,შუბლზე ნაიარევი რომ აქვს და სათვალეს ატარებს. ხო,ზოგჯერ ჯადოქრობს კიდეც.

ჩემი ერთ-ერთი ეკლესიური მეგობრის სიტყვების თანახმად,საპატრიარქო არ გვირჩევს იმ წიგნის წაკითხვას ,რომელიც ამ სათვალიანი ბიჭის ამბავს გვიყვება. ამავე მეგობარმა გუშინ განაცხადა,რომ თვითონ ამ “ჯადოქრულ ნაწარმოებს ” არასოდეს წაიკითხავს. მას შეუძლია ეს პოსტიც არ წაიკითხოს. თქვენ კი,ვისაც არ გაშინებთ ჯოჯოხეთური სასჯელი ან თქვენი მოძღვრის რისხვა,რამდენიმე სასარგებლო და პრაქტიკულ შელოცვას გასწავლით, პირდაპირ ჰოგვორტსიდან.

ვიდრე შელოცვების სწავლას დაიწყებდეთ,აუცილებლად დაგჭირდებათ ჯადოსნური ჯოხი. ჩვენთან მსგავსი ნივთის შოვნა არც თუ ისე ადვილია, ამ ქვეყანაში მკაცრად კონტროლდება ჯადოსნური ნივთების ექსპორტ-იმპორტი. ამიტომ ჯოხის დამზადება თავად მოგიწევთ. ბევრი არაფერი უნდა. ცოტა ხნით მოშორდით კომპიუტერს,გადით ხეებიან ადგილას,პარკში,ქუჩაში,მოძებნეთ წვრილი,გრძელი ტოტი და გამოთალეთ. თქვენი ჯოხი მზადაა.

ახლა კი რამდენიმე შელოცვა,რომელიც ძალიან გამოგადგებათ ცხოვრებაში. ჰარის და მე ძალიან გვადგება.

1) ლუმოს! – მაინც ოთხმოცდაათიან წლებში გაიარა ჩემმა ბავშვობამ და ეს შელოცვაც ყველაზე მეტად მიყვარს. ამ სიტყვის წარმოთქმისთანავე თქვენი ჯოხის წვერი აინთება. ნეტავ ადრე მცოდნოდა,ლამფის სუნი აღარ შემაწუხებდა და გაკვეთილების მომზადებისასაც არ დავითხრიდი თვალებს.

2) ვინგარდიუმ ლევიოსა – გარდა იმისა,რომ ლამაზად ჟღერს,საგნებს აიძულებს ,იფრინონ.

3) აკციო- თქვენსკენ მოიზიდავს იმ ნივთს,რომელიც გჭირდებათ. ამისათვის “აქციოსთან” ერთად უნდა წარმოთქვათ საგნის სახელი. ახლა თქვენი მიკარგული მობილურის ძებნა აღარ მოგიწევთ,იტყვით “აკციო მობილური” და ტელეფონიც მაშინვე მოფრინდება თქვენთან.

4)ალოჰომორა! – შელოცვა,რომელიც აღებს კლიტეებს და დაკეტილ კარებს. ბოროტად ნუ გამოიყენებთ,თუ ჯადოქრობაა,კეთილი ჯადოქრობა იყოს.

5) ექსპელიარმუს! – ეს განმაიარაღებელი შელოცვაა. კერძოდ,თუ ქუჩაში დაინახავთ,რომ ვინმე ჯოხს გიმიზნებთ და რაღაცას ბუტბუტებს,მითუმეტეს,თუ ეს “ვინმე” თქვენი მტერია,მაშინვე წარმოთქვით ეს შელოცვა,მიუშვირეთ მას თქვენი ჯოხი და თავად დატოვეთ ჯოხის გარეშე.

6)აგუამენტი- ამ შელოცვით შეგიძლიათ შექმნათ ჩვეულებრივი,სასმელი წყალი. განსაკუთრებით გამოსადეგი შელოცვა ლაშქრობების მოყვარულთათვის. ახლა აღარ მოგიწევთ იმაზე ზრუნვა,რომ წყაროსთან ახლოს დაბანაკდეთ.

7)რეპარო – შესაძლებელია შეაკეთოთ დაზიანებული საგნები. საყოფაცხოვრებო შელოცვის შესანიშნავი ნიმუში 🙂

8)ექსპექტო პატრონუმ- ჩემი საყვარელი შელოცვა. ამ შელოცვით შესაძლებელია თქვენი პატრონუსის გამოძახება. პატრონუსის ვინაობა და მისი შექმნის წესი შეგიძლიათ ისწავლოთ ჰარი პოტერის შესახებ წიგნების მე-6 და მე-7 ნაწილიდან. ჩემი პატრონუსი არის ცისფერთვალა ციმბირული ჰასკი,ძაღლი.

ეს არ არის შელოცვების სრული ჩამონათვალი,მაგრამ პრაქტიკულ ცხოვრებაში ყველაზე გამოსადეგად 8 შელოცვა მივიჩნიე და ამოვარჩიე. თუ თქვენ გსურთ,გასცდეთ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას და გახდეთ ნამდვილი ჯადოქარი,მაშინ შეგიძლიათ,თავადაც აითვისოთ დანარჩენი შელოცვები,ან სულაც ჰოგვორტსში ჩააბაროთ,იქ მართლაც შესანიშნავი ლექტორები ჰყავთ.

ჩემი საყვარელი შელოცვა აკრძალული შელოცვაა. ავადა კედავრა- იწვევს დაუყოვნებელ სიკვდილს.

თუ თქვენ ყველა რჩევა შეასრულეთ და მაინც არცერთი შელოცვა არ გამოგდით,მაგლი ყოფილხართ,ყოველგვარ ჯადოსნურ უნარს მოკლებული ადამიანი. ამიტომ ისღა დაგრჩენიათ,ეგ გამოთლილი ჯოხი გადააგდოთ,ამის შემდეგ მარტო მწვადის ასაგებად თუ გამოგადგებათ.

28 Comments
  1. თან იარაც SS გავს ფორმით 🙂
    მიკლედ ჰარი პოტერია სატანისტი და ნაცისტი.

  2. salome permalink

    ჰაჰააა..მომწონს ესეთი მიდგომა:):)))კარგი იყო:* საპატრიარქო მსგავსი წიგნების კითხვას და ფილმების ყურებას რელიგიურად არამდგრადი ადამიანების საყურადღებოდ კრძალავს,ეს კი ყველაზე ვრცელდება,რადგან არ მეგულება საქართველოში ადამიანი(ყოველ შემთხვევაში ძალიან ცოტაა) რომელიც საკუთარ არამდგრადობას აღიარებს. რატომღაც ვთვლი,რომ მსგავსი წიგნებიც და ფილმებიც (მახსოვს ამას წინათ და ვინჩის კოდიც აიკრძალა) მხოლოდ და მხოლოდ რწმენაში გააძლიერებს ადამიანს,რომელსაც ესმის რატომ არის მართლმადიდებელი და რაში მდგომარეობს მისი ჭეშმარიტება

  3. ჰეჰ, ისე მინდა წავიკითხო 😉 წელს ვნახოთ თუ მოვახერხებ 😉
    ეს სიტყვა “ექსპელიარმუს!” ფილმიდან ყველაზე მეტად მომწონდა და დამამახსოვრდა.
    არადა ჰარიმდე იმდენ ჯადოსნობებს ვაკეთებდიი, არა თავს არ ვუტოლებ მაგრამ…:D

  4. lex tempus permalink

    რა პრაგმატულად მიდგომიხარ საკითხს:):):) გამოვიყენებ აუცილებლად:):)

  5. ჩემი წერილი რომ მოჰქონდა ის ბუ ალბათ დაიკარგა:(

    • ვიფიქრე ამ ლინკს ალექსას მივცემთქო და უკვე აქ ხარ ვახ. 😀

    • ვიფიქრე ამ ლინკს ალექსას მივცემ გულს გავუხარებთქო და უკვე აქ ყოფილხარ 😀

  6. შემოვედი შენს ბლოგზე და რა უნდა დამხვედროდა პირველივე პოსტი აქ რომ დავრჩენილიყავი სამუდამოდ?! :)))))))

    http://wp.me/pD2G2-A
    აჰა შენ ეს დაინტერესებული ხარ გეტყობა :))))

    • ძალიან გამიხარდა 🙂 კი,მართლა მიყვარს ჰარი პოტერი და შელოცვების მიმართაც არ ვარ გულგრილი,ეს შენი პოსტია,ხო? მადლობა ლინკისთვის,ბევრი შელოცვა აღარ მახსოვდა 🙂

    • Di@ permalink

      ალუკააააააააააააააააააარდ! რა საყვარელი ხაააარ! 😀 😀 მომენატრე, ბუ! მარ, სეეენც! ამას ხვალ წავიკითხავ! დავიწყე, მაგრამ ვატყობ, ვერ ვქაჩავ…

  7. “პროტეგო” გამოგრჩა მგონი, რა იცი რა ხდება 😀 😀
    ხოდა კიდევ, სისულელედ მიმაჩნია რაიმე აკრძალვები და მსგავსი რამეები ამ წიგნზე, მაგრამ ბოლო ნაწილებში რაღაც-რაღაცები არ მომწონსს. აი ზედმეტი შავი მაგიაა აშკარად.

  8. witch_alison permalink

    auu mec mitxarit ra shelcvebi =D miyvars egeti rameebi :))) vinmes gagiketebiat ise rame shelocva? da imushava?

  9. She vize ras ambob amis damwero shen xo gamogdis da myavde diadi jadoqari ise ambobs 😀 😀 😀 magli shena xar

  10. Imdeni rame gamorcha

  11. morsmorde, duro, protego da ravi difndo

  12. mariami mariami permalink

    aq araferi ar aris akrdzaluri

  13. luka permalink

    es yvelaferi namdvilia tu icit?

  14. კარგიტ რა ეს რომ ნამდვილი იყოს რომელი გიჟი გამოახმაურებდა ამდენ ხალხსჰი ვინ გააკეთებდა მაგას ეგენი ხომ ყველამ იცის და ერტი ჯოხის გამოტლიტ როდის იყო ჯოხი ჯადოსნური ხდებოდა ეს პოსტი სრული სისულელეა

  15. gio(dark) permalink

    ძალიან მაგარიაა ჩემი ჯოხი გავაკეთე მაგრამ სამწუხაროთ არცერთი შელოცვა არ სრულდება რა ხდებაა? მითხარიით ისე მონდომებული ვარ 😦

  16. mevluda permalink

    joxs xom unda magiuri guli aaa. ან ფენიქსის ბუმბული ან დრაკონის ძარღვი

  17. ვიდეო გვანახე სადაც ჯადოქრობებს აეთებ და მაშინ დაგიჯერებთთთთთთთ.:D:D:D:D

  18. აჰაა ესეიგი მე ვარ მაგლი არა აბა ამის დამწერო ჯოხი დაიქნიე და ავადა კედავრას მწვანე სხივი გამოუშვი 🙂

  19. მე მაგალითად მე გამომივიდა ოღონდ მაშინ როცა ჯოხს მელანი წავუსვი შევღებე შავად და მერე თითქმის ყველა შელოცვა გამომივიდა

  20. momisminet es simartlea da bolomde yvelafris ganxilva ar sheidzleba isic ki zedmeti iko rac man tqva da tu ar gjerat davai yvelas aqedan tqven es arc arasdros gamogivat radgan bindzuri maglebi xart me ki simartle gitxrat dedachemic da mamachemicwminda sisxla adoqrebi arian shen ki damwero amaze araferi unda getqva

  21. hermiona poteri ddd permalink

    hagvardsshi rogor chavabaro?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: