Myspace,my space და ძველი ფოტოები
როცა ჩემ ცხოვრებაში გარდამტეხი პერიოდი დგას და რაიმე სერიოზული და ახალი უნდა მოხდეს, საშველად მაშინვე მეხსიერებას მივვარდები ხოლმე და ძველ,კეთილ რამეებს ვიხსენებ.
ახლა ზუსტად ასეთი პერიოდი მიდგას. სადაცაა სამსახურს დავიწყებ,ჩემს ცხოვრებაში პირველ ძალიან საპასუხისმგებლო სამსახურს და ისე ვნერვიულობ,ღამე მესიზმრება,რომ რაღაც დამავალეს და თავს ვერ ვართმევ 🙂 არადა,რეალურად ამის კი არ მეშინია. ვიცი,რომ თავს გავართმევ.უბრალოდ,ვხვდები,რომ რაღაც ძველი ეტაპი დავამთავრე. დღეს უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ვიყავი მეგობრის საქმეებზე და რაღაცნაირად უზომოდ დამწყდა გული,რომ 4 წელი აქ ვისწავლე,ახლა კი სულ აღარაფერი მაკავშირებს ამ გარემოსთან. ალბათ ეს რა გულდასაწყვეტიაო,იტყვით,მაგრამ ჩემნაირი ადამიანისთვის,რომელიც უზომოდ ეჯაჭვება და გიჟურად იყვარებს ადგილებს,მოგონებებს და ადამიანებს,გულდასაწყვეტი კი არა, მიკვირს,იქვე,ეზოშივე, რომ არ ავბღავლდი.
მოკლედ,სახლში დაბრუნებული მივხვდი,რომ ძალიან მჭირდებოდა რაღაც ძველი და კეთილი.ამჯერად Myspace გამახსენდა,სადაც ნახევარი წელია,არ შევსულვარ.ვისაც არ გახსოვთ,მაისფეისი საოცრად კარგი გამოგონებაა,რომელმაც მე პირადად ბევრი საინტერესო ჯგუფი და მუსიკოსი აღმომაჩენინა. ადრე დიდ დროს ვატარებდი იქ,მერე საერთოდ მივივიწყე, ჰოდა,დღეს იქ ისეთი ფოტოები ვიპოვნე,უძველესები,დიდი ხნის დაკარგული რომ მეგონა და აღარც მახსოვდა მათი არსებობა. უამრავი ძვირფასი რამ გამახსენდა,მთელი ცხოვრება ნაგროვები მოგონებები.
მე და თამო მეორეს წინ,19 წლისები. აღარც მახსოვდა,ოდესმე ამსიგრძე თმა თუ მქონდა.საკმაოდ რთული პერიოდი იყო ჩემთვის,მეორე კურსს ვხურავდი,ეჭვი მეპარებოდა ჩემი პროფესიული არჩევანის სისწორეში და აქტიურად განვიხილავდი საბუთების გადატანის საკითხს. ცვლილება – მოკლე თმა მაქვს,ეჭვები აღარ მტანჯავს,მშვიდი,ჰარმონიული და ბედნიერი ვარ.
ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფას ეტაპს მახსენებს ეს ფოტო. 20 წლის გავხდი 5 დღის წინ,”პარნასში” ვმუშაობ,”პარნასის” იუბილეა,ეს ულამაზესი გოგოები ჩემი თანამშრომლები არიან.მე ზუსტად ვიცი,აღარც ასეთი სამსახური მექნება ოდესმე,აღარც ასეთი თანამშრომლები მეყოლება და აღარც ისეთი შეფი.მაშინაც ვიცოდი,რომ ასეთი რაღაცეები ცხოვრებაში ერთხელ ხდება,ასეთ სამსახურშიც ერთხელ მუშაობ და ასეთ გასაოგნებელ ადამიანებსაც ერთხელ ხვდები. ეს გოგოები კიდევ უბრალოდ გოგოები არ არიან. ესენი ალქაჯები არიან,კუდიანები არიან,ესენი 13 რიცხვი რომ პარასკევს ემთხვევა,აი მაგ დღეებს ზეიმობენ,საკუთარი ცოცხებით დაჰქრიან,პატარა ჯადოქარ ბავშვებს აჩენენ და ზრდიან და ყველაზე ლამაზი,კეთილი და ჭკვიანი “ვეძმები” არიან. მათგან უამრავი რამ ვისწავლე,ჯადოების გაკეთება,მჩხიბავობა,ცოცხის მართვა,სავსემთვარეობაზე ტუჩების შავად შეღებვა,ალქაჯების მეჯლისის ეტიკეტი და რეგლამენტი…
პირველი,ერთობლივი,დამოუკიდებელი გასვლა ბაკურიანში. ძალიან ბევრნი ვართ,დამწყები ალქაჯები,19 წლისები,დარწმუნებულები ვართ,რომ არც კისერს მოვიტეხთ სრიალისას,არც მზეზე დავიწვებით. და თუ ამ ორი გოგოს ალქაჯობის და არაადამიანური წარმოშობის არ გჯერათ,ანაბეჭდებს დააკვირდით,არ მგონია,ადამიანური ქმნილებებისგან თოვლზე ასეთი ნაკვალევი რჩებოდეს 🙂
მაისფეისმა კიდევ ალანისი და ეს სიმღერა გამახსენა,იმ პერიოდისთვის ყველაზე საყვარელი. მეც მინდა,ალანისივით,ვინმე დამპირდეს,რომ მაინც კარგი ვიქნები,კისერიც რომ მოვიტეხო,თმა ისევ რომ გადავიპარსო ამჯერად ბოლომდე, ყველაზე წარმოუდგენელი შეცდომები რომ დავუშვა,ფორმაც დავკარგო და ზომაც,გამუდმებით რომ ვიწუწუნო,სამსახურიდან რომ გამომაგდონ,უემოციო რომ გავხდე,სამაგისტრო რომ ვერ დავწერო,ფრანგულის გამოცდა რომ ვერ ჩავაბარო…:)
კისერიც რომ მოიტეხო,თმა ისევ რომ გადავიპარსო, ყველაზე წარმოუდგენელი შეცდომები რომ დაუშვა,ფორმაც დაკარგო და ზომაც,გამუდმებით რომ იწუწუნო,სამსახურიდან რომ გამოგაგდონ,უემოციო რომ გახდე (ნუ მახსენებ ცუდ რაღაცეებს ჩემზე!!),სამაგისტრო რომ ვერ დაწერო,ფრანგულის გამოცდა რომ ვერ ჩააბარო – რა საყვარელი ხარ, ამაზე მეტი სიცუდეები რომ ვერც კი წარმოგიდგენია:)))) მაგრამ ნამდვილად ცუდი რაღაცეებიც რომ გააკეთო, შენ იქნები მაინც ყველაზე, ყველაზე ყვეეეეეელაზე კარგი:*:*:*:*:*:*
ara ra, Zalian miyvars sheni postebi
Zalian
რა განსხვავებული ხარ გრძელ თმებში. მაისპეისი ჩემთვისაც ასეა პირველი სოციალური ქსელია და გული მწყდება რომ ასე შთაინთქა და გაქრა ჩემი ისევე როგორც მრავალის ცხოვრებიდან
Chemi pirveli qseli H5 iko 🙂
ჩემიც,ჯერ ჰაიფაივი ცოტა ხნით,მერე მაისფეისი დიდი ხნით და ახლა ფეისბუქი ალბათ კიდევ უფრო დიდი ხნით :))
myspaceze agarc maxsovs rodis viyavi, arada magis dizains ramdeni dro davaxarje da awyobebs :))))
hoda grzeli tma zalian gixdeba im zvel fotoebshi :))
კი,მაგის მოწყობა და ლეიაუთის დაყენება ძალიან შრომატევადი იყო.
გრძელ თმას რაც შეეხება,გმადლობ 🙂
აუ პირველი კომენტარი რა მაგარია. ჰოდა ეგრე!
:))))
Myspace-ze pirveli blogi mqonda
I loved it