შიგთავსზე გადასვლა

წერილი ვირჯინიას

ივნისი 24, 2011

ეს ძალიან ორიგინალური ტეგ-თამაში თამარამ მოიფიქრა და უზომოდ გამიხარდა, მეც რომ მომნიშნა. მოკლედ, საყვარელ მწერალს უნდა მივწერო წერილი. ჩემი ყველაზე საყვარელი მწერალი ფოლკნერია, მაგრამ მეტიმეტად დიდია ჩემი წერილისთვის და კლავიატურისთვის. და რადგანაც მეორე ადგილს ვირჯინია ვულფი იკავებს და მე ახლა ძალიან მჭირდება ზუსტად ვირჯინიასნაირი ადრესატი, მას მივწერ წერილს.

საყვარელო ვირჯინია

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ჯოჯოხეთში ხარ, მანდ კიდევ, გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ფოსტა არ მოაქვთ. რას ვიზამ. აი ახლა, ამ წუთას, წერილს რომ გწერ, ისე მწარედ მინდა წაიკითხო, რომ ხო ასეთი არარეალურია, მაგრამ მგონია, ეს წერილი აუცილებლად მოაღწევს შენამდე. თანაც მე ბავშვობიდან მჯერა წერილების ერთი მაგიური თვისების – ისინი, ადრე თუ გვიან, ადრესატს თავად აგნებენ.

ჯერ ჩემზე გეტყვი. მე კარგი გოგო ვარ, ისეთი კარგი, რომ მიცნობდე, ალბათ სიცილით მოკვდებოდი. გაგეცინებოდა, აბა რა იქნებოდა, მე არც ბისექსუალი ვარ, არცერთი მავნე ჩვევა არ გამაჩნია, არც გარშემომყოფებს ვაშინებ ისტერიული და ნევროზული გამოხტომებით და თავში აზრადაც არ მომდის ხოლმე ჯიბეებში ქვების ჩალაგება და მდინარეში თავის დახრჩობა. მოკლედ, საერთოდ არ გგავარ, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მიცნობდე, ვიმეგობრებდით. ისე კი, უკვე 6 წელია, უზომოდ მიყვარხარ. ჯერ კიდევ იმ ფილმიდან მიყვარხარ, ნიკოლ კიდმანი რომ განსახიერებს, იმ წუთიდან მიყვარხარ, მკვდარ ჩიტს რომ მიუწვები გვერდით.

იცი როგორ გაგიცანი? ამ ფილმის მერე ჩემს მაშინდელ ინგლისურის მასწავლებელ ნინოს, რომელსაც ყველა მძაფრ შთაბეჭდილებას ვუზიარებდი, ვკითხე, რა წიგნია მაინც ამ ფილმში ეს ”მისის დელოუეი”, ამდენი ადამიანის ცხოვრებას რომ ცვლის მეთქი. ნინომ კიდევ მარტო ის მითხრა, ვირჯინია ზუსტად ისეთი გოგოა, ჩვენ რომ გოგოები გვიყვარსო და ”მისის დელოუეი” მათხოვა. მე ზღვაზე წავედი, წიგნის კითხვა დავიწყე და ერთ დილასაც მივხვდი, რომ ტალღების ხმაურის მაგივრად ბიგ ბენის რეკვა მესმოდა, ქობულეთის მთავარ ქუჩაზე პრემიერმინისტრის ავტომობილის ჩამოვლას ველოდებოდი და საშინლად მენატრებოდა ლონდონი, რომელიც არასდროს მენახა. ისე კი, ერთ რამეს გეტყვი, კლარისაზე მეტად ყოველთვის სალი სეტონი მიყვარდა, ”მისის დელოეიზ” მეტად კი სულ პაწაწინა მოთხრობა ”ქიუს ბაღები”.

იცი რა, ვირჯინია – შენ ის ქალი ხარ, მილიონ ნაწილად რომ დაემსხვრა სული და მაინც იმად რომ დარჩა, რაც იყო. მითხარი, რას აკეთებდი შენ ამ დროს, როცა ასე იყავი ხოლმე. თუმცა, ვიცი – ლეონარდს წერილებს წერდი, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდი და საშუალო ასაკში მყოფი ქალების მოგონებებზე აცხობდი წიგნებს.

მოკლედ, ასეა. შენ უნდა იცოდე ეს ამბავი – თანამედროვე გოგოებს საკუთარი ოთახებიც გვაქვს და ყველანაირი პირობებიც, რომ საყვარელი საქმე ვაკეთოთ, მაგრამ მარტო ეს არ შველის თურმე საქმეს.

ეს წერილი იმიტომ მოგწერე, რომ ძალიან მჭირდებოდა, ჩემთვის მოგესმინა, თუმცა საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ვერაფერიც ვერ მოგიყევი. ისე კი, რომ მომეყოლა,ალბათ იმ მკვდარი ჩიტივით მომიწვებოდი გვერდით და ვიცი, იმას მეტყოდი, რაც კლარისას ათქმევინე სულ პირველ წინადადებაში : ”თავად იყიდე ყვავილები წვეულებისთვის” 🙂

27 Comments
  1. სევდიანი წერილია 😦

  2. თქვენისთანა გოგოები არასოდეს ნებდებიან, მარი…
    ჰოდა, აკრიფე ეგ შენი მილიარდი ნაწილი და თავი მაღლა ასწიე! :*

  3. :))) არ ვიცი, ასეთი სევდიანი ტონით ნაწერი რატომ გამომივიდა, ალბათ დაღლილობის ბრალია, თორემ ახლა ვკითხულობ და მეც მიკვირს, რეალურად თავს სულ არ ვგრძნობ ასე 🙂 მადლობა გამხნევებისთვის :*

  4. შენ არ იცი, სათაურს რომ მოვკარი თვალი, როგორ შემოვფრინდი აქ და როგორ მაღელვებს ვირჯინია, როგორ!
    მარტო გოგოების კი არაა, ბიჭებისიცაა.
    ჰოდა, ძალიან კარგი იყო მარ და საერთოდ კარგია რა, 🙂

  5. ვიტირე მე.. ბევრი 🙂

  6. მმმმმმმმმ საოცარი წერილია, დავმუნჯდი
    well done:)
    ეს ჩემი ვირჯინიაა, მაგრამ შენი მართლა საოცრებაა

    http://salomeaa.wordpress.com/2010/11/09/mrs-dalloway-ვირჯინია-ვულფი-და-საათე/

    • დიდი მადლობა, ძალიან გამიხარდა 🙂 შენი ვირჯინიაც უზომოდ მომეწონა

  7. ძალიან მომეწონა.
    მე არ მაქვს მისი არაფერი წაკითხული და ვფიქრობ, წავიკითხო თუ არა.

    • დიდი მადლობა, მიხარია 🙂
      წაიკითხე და გვითხარი მერე , როგორ მოგეწონება 🙂

  8. ელენი permalink

    საოცარი წერილია, სევდიანი სულაც არ არის, უბრალოდ რომანტიულია 🙂

  9. ჰოდა, თავად იყიდე ყვავილები წვეულებისთვის, მარი :)))))

  10. ეს ის წერილია, რომელიც აუცილებლად უნდა მივიდეს ადრესატამდე და მეც მჯერა, რომ ოდესმე ის აუცილებლად მიაგნებს მას!

  11. ძალიან კარგი წერილია. ეხლა მომინდა პირველად ვირჯინია ვულფის წაკითხვა, მიუხედავად იმისა რომ ვფიქრობ რომ ქალი მწერლები მხოლოდ ქალებისთვის წერენ, და მგონია ვირჯინია ვულფი განსაკუთრებით და რომ წავიკითხო ვერ გავიგებ ვერაფერს.

    • იცი როგორ არის ანდრია, ვირჯინია მგონი ყველაზე უსქესო მწერალია ჩემთვის ცნობილი მწერლებიდან, მიუხედავად იმისა, რომ ქალებზე წერს.. და სცადე აბა, იქნებ მოგეწონოს 🙂

  12. ძალიან სასიამოვნოა, მეც დამთაგა ვასასიმ და ჯერ ვერ მოვაბი თავი 😀

  13. კაია, მაგარია!

  14. ამ დილით ვნახე ეს პოსტი გალაკტიონში :))) და ემოციები ვერ დავმალე!

Trackbacks & Pingbacks

  1. წერილი საყვარელ მწერალს ანუ Великий Лев Николаевич « tamara's dynamite
  2. წერილი არტურო პერეს-რევერტეს « Molly Bloom's Day™
  3. წერილი საყვარელ მწერალს ანუ Великий Лев Николаевич « tamara's dynamite
  4. წერილი საყვარელ მწერალს ანუ Великий Лев Николаевич « tamara's dynamite
  5. ყველაზე ,,ჩემიან” მწერალს… | რუსას საფიქრეთი
  6. ბლოგოსფეროს საუკეთესო პოსტები :) « tamara's dynamite
  7. წერილი საყვარელ მწერალს ანუ Великий Лев Николаевич « tamara's dynamite

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: