შიგთავსზე გადასვლა

ფანჯრიდან

დეკემბერი 26, 2016

არ ვიცი, რატომ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ბავშვი ვარ და ფანჯრიდან ვუყურებ, როგორ თამაშობენ ჩემი ეზოს მეგობრები რეზინობანას, კლასობანას, მე კი ვერ ჩავდივარ. ვუყურებ, როგორ უფრიალებთ თმა, როგორ აწითლებულან და აღაჟღაჟებულან, როგორ გაოფლილან და რა ბედნიერები არიან, მე კი ვერ ჩავდივარ. ზოგჯერ ისე ვდარდობ ხოლმე, დიდხანს არ დავრჩე ამ ფანჯრის მინაზე სახემიჭყლეტილ გოგოდ და ჩემმა ცხოვრებამ უჩემოდ არ ჩაიაროს.

არადა, ისეთი კარგი ამბავი მელოდება – ორ კვირაში მეორე გოგო უნდა გავაჩინო. განა ახალი ადამიანების მოვლინების უნარი სუპერძალა არ არის? აი, არ იყო ადამიანი და უცებ ჰოპ! და გავაჩენ. დამოუკიდებელ პიროვნებას, ვინ იცის, ვის. არა, ნამდვილად ვარ თავისებური სუპერგმირი. ჰოდა ამიტომ, უნდა მოვშორდე ფანჯარას, ჩავიდე და შევუერთდე რეზინობანას და კლასობანას. რაო, როგორ ამბობდა მელკერი? გვეყო ტირილი, გვეყო ღრიალიო. თუ პელე ამბობდა ამას? მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი იყო. მთავარი ისაა, რომ ეს ქვეყანა მარტო ჭუნვა სევდის კუნძული როდია, როგორც ჩორვენმა ბრძანა.

From → Uncategorized

3 Comments
  1. პატარა სუპერგმირებს აჩენ თან შენ ❤

  2. ბოლო პერიოდი მეც ამ სუპერძალაზე ვფიქრობ, ყველა რომ ჩვეულებრივ ამბად თვლის. მე კი თავი სასწაულმოქმედი მგონია. : )

დატოვე კომენტარი